ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების გამოვლენა – ბრიფინგი პროკურატურაში

15:09, 02.06.2026

პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ღონისძიების შედეგად, ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოვლინდა. საუბარია ჯგუფებზე, რომლებიც მსურველ პირებს, ამერიკისა და კანადის ვიზების მიღებაში დახმარებას სთავაზობდნენ, რის სანაცვლოდაც გარკვეულ ფულად ანაზღაურებას იღებდნენ. აღნიშნული პირები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ასევე ყალბი ისტორიების შექმნით, მოქალაქეებს აშშ-ის ვიზის მიღებას ჰპირდებოდნენ. სულ დაკავებულია სამი პირი, ექვსი პირის მიმართ კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

უფრო მეტს შალვა სუმბაძე გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვიერთდება.

მსგავსი