ომის ოცდამეოთხე დღე უკრაინაში

კიევის მაკაროვის რაიონში რუსული ავიაიერიშის შედეგად შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარიუპოლის მისადგომებთან უკრაინის ჯარმა რუსი ოკუპანტების იარაღის საცავი გაანადგურა. სუმსა და ნიკოლაევში, ასევე კიევის ჩრდილოეთ ნაწილში კი განადგურებულია რუსული კოლონა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის ბრძოლა მარიუპოლის ცენტრში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

პარალელურად, დაიბომბა ხერსონი და რუსულმა მხარემ იერიში მიიტანა ნიკოლაევზე, სადაც 45-მდე ადამიანია დაღუპული. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქალაქ ჩერნობაევკაში უკრაინელმა სამხედროებმა რუსი გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩევი მოკლეს. საერთო ჯამში, ბოლო 24 დღეში მოკლულია ექვსი რუსი გენერალი.