ომის ოცდამეოთხე დღე უკრაინაში

რუსეთის შეიარაღებული ძალები კიევის მახლობლად განთავსებული სამხედრო ტექნიკის გარშემო თხრილებს ავლებენ და მათ გარშემო სიმაგრეებს აგებენ. ინფორმაციას „სი-ენ-ენ“-ი Maxar Technologies-ის მიერ გადაღებულ სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ავრცელებს. თხრილები, საფორტიფიკაციო ნაგებობებით, შენიშნეს რუსების პოზიციებზე სოფელ ოზერასთან და გოსტომელში, „ანტონოვის აეროპორტის“ გარშემო. გარდა ამისა, დამატებითი სამხედრო ტექნიკა, მიწის სიმაგრეებით, დაფიქსირდა ჩრდილო-დასავლეთით, ბოროდიანკასა და ზდვიჟევკაში.