ომის 88-ე დღე – ვითარება უკრაინაში

12:06, 22.05.2022

ომის 88-ე დღეს ოკუპანტები არ წყვეტენ შეტევით მოქმედებებს, ქვეყნის აღმოსავლეთ საოპერაციო ზონასა და უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და ავიადარტყმები კვლავ მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება. მათივე ცნობით, რუსული ძალები დასახლებულ ზონებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით, ავიაციას სულ უფრო ინტენსიურად იყენებენ. გარდა ამისა, ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა უკრაინასთან არსებულ სასაზღვრო რაიონებში, დაზვერვა გააძლიერეს. გენშტაბის ცნობით, ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინულ ობიექტებზე სარაკეტო და საავიაციო დარტყმის საფრთხე კვლავ ნარჩუნდება.

მსგავსი