ომის 84-ე დღე უკრაინაში

სულ მცირე შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ექვსი დაიჭრა დონეცკის რეგიონში განხორციელებული რუსული თავდასხმების შედეგად. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 12 შეტევა მოიგერიეს. რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიშები განახორციელეს ლვოვის ოლქზე, სუმზე და ჩერნიგოვზე.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში ბრძოლის წარუმატებლობის გადაფარვას, რუსეთი ახლა მასიური სარაკეტო თავდასხმებით ცდილობს. უკრაინული ტელეგრამარხები, დნეპრსა და ნიკოლაევში მასშტაბური აფეთქებების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.