ომის 45-ე დღე უკრაინაში

კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან გასვლის შემდეგ, რუსეთის არმიის ნაწილები შეტევისთვის მობილიზაციას უკრაინის აღმოსავლეთში ახდენენ. დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, უახლოეს მომავალში რუსული სამხედრო აგრესიის ძირითადი მიმართულება დონბასი იქნება.

უკრაინის ხელისუფლება თავდაცვისთვის ემზადება. კიევს მხარდაჭერას უცხადებენ და დახმარებას ჰპირდებიან დასავლეთის ქვეყნები. რუსეთის საოკუპაციო ძალები დონბასში მასშტაბური შეტევის დაწყებამდე, უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურას ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ისევ ბომბავენ. ამ დროისთვის უკრაინის 15 ათასამდე მოქალაქე დაკარგულად ითვლება.