ომის 382-ე დღე უკრაინაში

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების 382-ე დღე მიმდინარეობს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა ხუთი მიმართულებით მოიგერიეს მტრის 92 თავდასხმა. ასევე რუსეთის ძალების კონცენტრაციის 10 რაიონზე განახორციელეს დარტყმები. გენშტაბის ცნობით, რუსეთის ძირითად მიზანს კვლავ წარმოადგენს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა. მოწინააღმდეგე ძირითად შეტევით მოქმედებებს აწარმოებს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის, მარიინსკის და შახტერსკის მიმართულებებით. რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქების დაბომბვის შესახებ თავის ყოველდღიურ მიმართვაში ისაუბრა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთი გახდა ტერორის სინონიმი და გახდება დამარცხების და სამართლიანი სასჯელის მაგალითი.