ომის 35-ე დღე - უკრაინის ქალაქებში ამ დრომდე ისმის აფეთქებების ხმა

ამ დრომდე ისმის აფეთქებების ხმა უკრაინის ქალაქებში – ჩართულია განგაშის სიგნალები. ღამით საჰაერო იერიში განხორციელდა დედაქალაქზეც. დღეს ომის 35-ე დღეა. გრძელდება აქტიური საომარი მოქმედებები მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთს კიევის შემოგარენიდან ჯარის ნაწილი გაჰყავს, როგორც სტამბოლის შეხვედრის შემდეგ ითქვა. უკრაინულმა ძალებმა დონბასში ღამით რუსების ოთხი შეტევა მოიგერიეს. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

რატი ხვისტანი და დავით ცირიკიძე აშუქებენ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს.