ომის 32-ე დღე - „მოამბე“ უკრაინიდან

დროებით ოკუპირებულ ხერსონში, საპროტესტო აქციაზე გამოსული მოსახლეობის წინააღმდეგ რუსულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს და ცრემლსადენი აირის ყუმბარები გამოიყენეს. თვითმხილველთა განცხადებით, ოკუპანტები ხმის გამაძლიერებლების საშუალებით აფრთხილებდნენ მოქალაქეებს, რომ მიტინგების გამართვა აკრძალულია, თუმცა, ამის მიუხედავად, აქციაზე გამოსულები სკანდირებდნენ „ხერსონი – უკრაინაა“. საპასუხოდ, საოკუპაციო ძალებმა სროლა დაიწყეს.

რა ვითარებაა ამ დროისათვის უკრაინაში. ადგილზე მუშაობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი, რატი ხვისტანი და დავით ცირიკიძე ლვოვში იმყოფებიან – ბოლო ინფორმაცია ადგილიდან.