ომის 161-ე დღე

რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის 161-ე დღე უკრაინაში – დილიდან რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი ნიკოლაევი დაბომბეს, ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. იერიშის შედეგად ქალაქის ერთ-ერთი სუპერმარკეტი დაიწვა. ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს ხარკოვში.

ქალაქსა და ოლქში საჰაერო განგაშის ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია. სარაკეტო იერიში განხორციელდა დნეპროპეტროვსკის ოლქზეც, შედეგად ეკლესია და საბავშვო ბაღი განადგურდა.