ომის 144-ე დღე უკრინაში

დღეს უკრაინის ქალაქ ვინიცაში 4 წლის ლიზა დაკრძალეს. ის რუსეთის მიერ დაწყებული ომის ერთ-ერთი მსხვერპლია. უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, რუსეთის 144-დღიან საომარ მოქმედებებს უკრაინაში სულ მცირე 353 ბავშვი ემსხვერპლა. თითქმის ხუთი თვეა მოსახლეობას ყოველდღიური სარაკეტო იერიშების პირობებში უწევს ცხოვრება. ამჟამად განსაკუთრებით აქტიური საბრძოლო მოქმედებები უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობს, სადაც უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსეთი შეტევის ახალი ფაზისთვის ემზადება. ამ ფონზე ევროკავშირი კრემლის წინააღმდეგ სანქციების ახალ, ე.წ. ოქროს პაკეტს ამზადებს, რომელზეც საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხვალ უნდა იმსჯელონ.