ომის 111-ე დღე უკრაინაში

12:06, 14.06.2022

სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკისთან ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ოკუპანტები დასახლებების დაკავებას უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობენ. სევეროდონეცკთან დამაკავშირებელი ყველა ხიდი დანგრეულია. ქალაქიდან ევაკუაცია და ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანა შეუძლებელია. სევეროდონეცკის ნაწილი უკრაინელების კონტროლის ქვეშ რჩება.
რუსეთის მიერ გახსნილი ცეცხლის სამიზნე აღმოჩნდნენ ლისიჩანსკში მყოფი უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები. მათი გადარჩენა და გამოყვანა უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს. დაშავებულები არ არიან. დაბომბვის პირობებში, ქალაქში დაახლოებით 15 ათასამდე სამოქალაქო პირი რჩება. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში დაიბომბა მიკოელაევის, ხერსონისა და ხარკოვის ოლქები.

მსგავსი