ათი ათასობით დაღუპული და დაშავებული, მილიონობით იძულებით გადაადგილებული, დანგრეული საცხოვრებელი სახლები და განადგურებული ინფრასტრუქტურა – ასეთია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგი. რუსული აგრესიის დაწყებიდან სამი წლისთავი ახლოვდება და კვლავ გაურკვეველია, როდის და რა პირობებით დასრულდება ომი უკრაინაში.
ომმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ევროპისა და აშშ-ის ურთიერთობებზე. ტრამპის ადმინისტრაცია ევროპელ ლიდერებს საყვედურობს, რომ კონფლიქტის დასასრულებლად არაფერს აკეთებენ. შტატებში იმასაც ღიად აცხადებენ, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება საღ აზრს მოკლებულია და ეს არა დათმობა, არამედ რეალობის აღიარებაა. ცნობილი ხდება ისიც, რომ ომის სამი წლისთავთან დაკავშირებით, აშშ და ევროპა გაერო-ში სხვადასხვა შინაარსის რეზოლუციებს წარადგენენ.
გივი ბარამიძის რეპორტაჟი.