ომი უკრაინაში – სამშვიდობო ზავის პირობები

21:32, 22.04.2025

აქვს თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო ზავის გაფორმებას პერსპექტივა – მსოფლიოს ყურადღება ლონდონში დაგეგმილი ხვალინდელი შეხვედრისკენაა მიმართული.

დიდ ბრიტანეთში ევროპელი ლიდერები აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს უნდა შეხვდნენ. არანაკლები ინტერესის საგანია დონალდ ტრამპის ის სამშვიდობო გეგმაც, რომლის გამოქვეყნება მიმდინარე კვირისთვის არის დაანონსებული. მოლაპარაკების ხვალინდელ რაუნდზე განსახილველი თემა იქნება ის პირობები, რომელთა დაცვას ევროპა რუსეთის მხრიდან ითხოვს. ლონდონში ჩადის ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უოტკოფი, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს შემდეგ მოსკოვში გეგმავს მორიგ ვიზიტს. ევროკავშირის ლიდერები უკვე მიუთითებენ იმ საკითხებზე, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ დათმობის საგნად არ უნდა იქცეს. დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე უკრაინის ქალაქებზე იერიშები გრძელდება. ბოლო თავდასხმების შედეგად მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე შეტევების შესაწყვეტად მოსკოვს თავისი პირობები აქვს.

მსგავსი