მსოფლიო ლიდერები ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შედეგების მოლოდინში არიან.
პუტინის მხრიდან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის დაანონსების ფონზე უკრაინაზე საჰაერო შეტევები არ წყდება. უკრაინული დრონების თავდასხმების გამო რამდენიმე საათით პარალიზებული იყო მოსკოვის აეროპორტებიც. ბუნდოვანია რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის პერსპექტივაც. ამერიკის პრეზიდენტის შეთავაზების შემდეგ ვატიკანი აუდიენციის მასპინძლობისთვის მზად არის, მაგრამ პირდაპირი მოლაპარაკების თარიღი გაურკვეველია. ევროკავშირი, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცა, ანალოგიურ ნაბიჯს ელოდება აშშ-სგან, რომელიც სასანქციო პოლიტიკისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. ბრიუსელი და კიევი რუსეთს სამშვიდობო პროცესის შეფერხებაში ადანაშაულებენ.