ომი უკრაინაში - პოლიტიკოსების გამოხმაურება

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები უკრაინის ქალაქ ბუჩაში ვიზიტზე შალვა პაპუაშვილის პოზიციას მკაცრად აკრიტიკებენ. განცხადებები 9 აპრილის მემორიალთან გაკეთდა. პოლიტიკოსების შეფასებით, ქართულმა მხარემ უკრაინის ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების განცხადებების მიუხედავად, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სოლიდარობა გამოხატოს ომში მყოფი ქვეყნისა და მისი ხალხის მიმართ.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, თუ უკრაინაში ვიზიტს არ გეგმავს ხელისუფლება, ისინი თავად ჩავლენ უკრაინაში და საკითხზე პარტიებს შორის კომუნიკაცია უკვე შედგა. რაც შეეხება უმრავლესობას, მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს რომ მაშინ, როდესაც ოფიციალური კიევის მხრიდან ისმის დაუსაბუთებელი ბრალდებები, მიწვევა ბუჩაში არის არარელევანტური.