ომი უკრაინაში - მე-100 დღე

უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში რუსეთი შეტევებს განაგრძობს. როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ ბოლო დღე-ღამეში, დონბასში, მათ რუსი ოკუპანტების ხუთი იერიშის მოგერიება შეძლეს. მათივე ცნობით, მტრის სამიზნე გახდა 30 დასახლებული პუნქტი. დაზიანებულია 52 სამოქალაქო ობიექტი. მათგან 42 სახლი. სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი მოქალაქე, ორი დაიჭრა. უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს ხუთი რუსული ტანკის, სამი საარტილერიო დანადგარისა და ორი ჯავშანმანქანის განადგურება. რა შეეხება ფრონტის სამხრეთ ნაწილს, უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს 24 ოკუპანტის ლიკვიდაცია. განადგურებულია რუსეთის არმიის სამხედრო ტექნიკაც. მათ შორის ტანკები. რუსებმა ცეცხლი გახსნეს ხარკოვის და ნიკოლაევის მიმართულებითაც.

„სევეროდონეცკთან გარკვეული წარმატება გვაქვს, თუმცა საუბარი ჯერ ნაადრევია“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.