ომი უკრაინაში და სანქციების პოლიტიკა

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების სანაცვლოდ, ევროკავშირს პირობას უყენებს – მოწოდებაა, რომ ბრიუსელმა რუსეთისგან გაზისა და ნავთობის შესყიდვა შეწყვიტოს. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების მხრიდან მსგავსი განცხადებების ფონზე, თავად ტრამპი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მეორე ფაზაზე გადასასვლელად მზადყოფნას აცხადებს. ეს განცხადება ტრამპმა რუსეთის მხრიდან კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების წინააღმდეგ მიტანილი მასირებული იერიშების შემდეგ გააკეთა.

რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების კოორდინაციის მიზნით ვაშინგტონში იმყოფება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი. ბრიუსელის წინადადებაა, რომ დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდეს რუსეთის საბანკო სექტორისა და ნავთობის წინააღმდეგ და მესამე ქვეყნებიდან რუსეთში ევროპული პროდუქციის შეტანა აიკრძალოს. მოსალოდნელ სანქციებს მოსკოვიდან უკვე უპასუხეს.