ომი უკრაინაში - აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთში ჩავიდა

ამერიკის პრეზიდენტი უკრაინიდან 80 კილომეტრში.

ჯო ბაიდენი პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ჟეშოვში ჩავიდა და ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მყოფ საკუთარ ჯარს მიმართა. თეთრი სახლის ლიდერი ახლა პოლონელ კოლეგას ხვდება. სიტყვით გამოსვლის დროს განსაკუთრებული აქცენტი უკრაინელი ხალხის სიმამაცეზე გაკეთდა, ბაიდენმა ომში მყოფ ქვეყანას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და ჰუმანიტარული დახმარების პირობა მისცა.

ომის შესაჩერებლად აქტიური დიპლომატიური ძალისხმევის და მოსკოვზე ზეწოლის მიუხედავად, უკრაინის ქალაქებზე ავიაიერიშები გრძელდება. ყველაზე მძიმე სურათი რუსეთის საოკუპაციო ძალებით გარშემორტყმულ მარიუპოლსა და ჩერნიგოვშია, რომლებიც მოწინააღმდეგის მთავარ სამიზნეებს წარმოადგენს. დღეს ცნობილი გახდა, რომ წინა კვირას მარიუპოლის თეატრის შენობის დაბომბვას 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

„მოამბე“ უკრაინიდან, – რატი ხვისტანი და დათო ცირიკიძე მუშაობენ ქალაქ ლვოვში.