ომი უკრაინაში – ამერიკის პრეზიდენტის განცხადება
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომის დასასრულებლად საბოლოო შეთანხმების მიღწევა მოსკოვთან უფრო ადვილი იქნება, ვიდრე კიევთან. დონალდ ტრამპის თქმით, ამჟამინდელი საბრძოლო დინამიკის პირობებში, პუტინის პოზიციაზე მყოფი ნებისმიერი ადამიანი უკრაინას დაბომბავდა. შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ახლა კიევმა უნდა იაქტიუროს და სამშვიდობო შეთანხმებაზე იმუშაოს. „ვლადიმერ პუტინს ხელში „ყველა კარტი“ უჭირავს,“- ამბობს ტრამპი.