ომი უკრაინაში

უკრაინაში საომარი მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს ქვეყნის აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში. რუსული ძალები ხარკოვის მიმართულებით ცდილობენ უკრაინის თავდაცვის ძალების სახელმწიფო საზღვრისკენ წინსვლა აღკვეთონ. ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა კი ქალაქ სლავიანსკზეა მიმართული.

უკრაინის არმიის მებრძოლებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მე-11-ე ცალკეული მოტომსროლელი პოლკის ქვედანაყოფები დაამარცხეს, რომლებმაც ბრძოლის ველი დატოვეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები კონტრშეტევას ახორციელებენ იზიუმის მიმართულებით, რომ რუსმა სამხედროებმა სლავიანსკზე შეტევა შეაჩერონ.

ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება სევეროდონეცკში, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალები წინსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. რუსი სამხედროები უკრაინის არმიის პოზიციებს არტილერიითა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით ბომბავენ. რუსეთის დაბომბვის სამიზნე გახდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც. გასულ ღამეს რუსმა სამხედროებმა ფრთოსანი რაკეტებით ოდესის ოლქზე მიიტანეს იერიში. ოკუპირებული ყირიმის სანაპიროდან ნასროლი ორივე რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.