ომი უკრაინაში - 88-ე დღე

უკრაინაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია, თუმცა ქვეყანა ტერიტორიების დათმობის ხარჯზე რუსეთთან კომპრომისზე არ წავა. უკრაინის მთავრობა დასავლეთს ლეტალური იარაღის გადაცემის დაჩქარებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში დღეში სავარაუდოდ 100 უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება. რუსეთი კი უკრაინის აღმოსავლეთის გარდა, შეტევას ამზადებს სამხრეთის მიმართულებიდანაც. ისევ უმძიმესია სიტუაცია ქალაქ მარიუპოლში, რომელსაც ახლა რუსები აკონტროლებენ ვითარება. ქალაქის მერი ეპიდემიის საფრთხეზე საუბრობს.