ომი უკრაინაში - 73-ე დღე

რუსეთის სასტიკი ინტერვენცია უკრაინაში – ომი, რომელიც 73-ე დღეა, მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. რუსეთის საოკუპაციო ძალები სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას განაგრძობენ. ომს უკრაინელი ჟურნალისტი მაქსიმ მედინსკი ემსხვერპლა, რომელიც უკრაინის შეირაღებული ძალების რიგებში, ფრონტის ხაზზე იბრძოდა.

ოკუპანტები ცდილობენ, სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე დაამყარონ და შეინარჩუნონ სახმელეთო დერეფანი ყირიმის მიმართულებით. ბოლო ინფორმაციით, „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატის ევაკუაციის დროს რუსულმა მხარემ ცეცხლი გახსნა, რასაც აზოვის სამი მცველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან რუსულ აგრესიას 223 ბავშვი ემსხვერპლა, 410 მცირეწლოვანი კი დაჭრილია.

თამთა რუხაძე გიამბობთ დეტალებს.