ომი უკრაინაში - 717-ე დღე

ომის 717-ე დღე უკრაინაში – რამდენიმე ოლქზე რუსეთის საჰაერო იერიშების პარალელურად, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობაში ცვლილებებია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამჯერად გენერალური შტაბის უფროსი გაათავისუფლა. ამ ფონზე ომის მიმდინარეობაში რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს არც საერთაშორისო და არც ადგილობრივი ექსპერტები არ ელოდებიან.  უკრაინის წინსვლის მთავარ წინაპირობად ისევ პარტნიორების მხარდაჭერა და მორიგი ფინანსური დახმარების პაკეტია, რომელზეც ამერიკაში ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან.

პარალელურად კი ვითარება ფრონტის ხაზზე ყოველდღიურად უფრო რთული ხდება. გასულ ღამეს რუსებმა საჰაერო იერიში ხარკოვსა და ოდესაზეც მიიტანეს, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. შვიდი გარდაიცვალა ხარკოვში. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.