ღამით რუსეთი უკრაინას 12 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ათის განადგურება შეძლო. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, თავდასხმა რამდენიმე ტალღად, ოკუპირებული ხერსონის რეგიონის გავლით, მიკოლაევის რეგიონში განხორციელდა. ამასთან, გასული ღამის განმავლობაში, რუსებმა 22-ჯერ შეუტიეს სუმის რეგიონს, სადაც 149 აფეთქება დაფიქსირდა.