რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებითა და კამიკაძე-დრონებით იერიში მიიტანა. 16 საჰაერო სამიზნიდან უკრაინულმა ძალებმა 12-ის ჩამოგდება შეძლეს. უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთის დარტყმის ძირითადი სამიზნე ოდესის ოლქის სამხრეთ ნაწილი იყო. დაზიანებულია ბერეზოვსკის რაიონში მარცვლეულს საცავი. ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროში კონტრშეტევის მიმდინარეობის შესახებ საუბრობენ და ამბობენ, რომ თავდაცვის ძალებმა ბახმუტისა და ზაპოროჟიეს ოლქების რამდენიმე რაიონში წარმატებას მიაღწიეს. უკრაინის გენშტაბი კი ადასტურებს, რომ მრავალთვიანი ბრძოლის შემდეგ, დონეცკის ოლქში, ბახმუტიდან სამხრეთით მდებარე სოფელი ანდრეევკა გაათავისუფლეს. კონტრშეტევის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში იარაღის წარმოებს გაძლიერებაზე საუბრობს.