ომი უკრაინაში - 565-ე დღე

უკრაინაში ომი გრძელდება – რუსეთმა დნეპროპეტროვსკი, ხარკოვი და ზაპოროჟიე დაბომბა. ქალაქ კრივოი როგის რაიონზე ოკუპანტებმა შეტევა უპილოტო თვითმფრინავებით, სამხედრო ავიაციითა და არტილერიით განახორციელეს. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და გაზსადენი. ხარკოვის რეგიონის 20 დასახლებულ პუნქტზე არტილერიით მიიტანეს იერიში.

პარალელურად, უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ავდეევკის, მარინკისა და შახტერსკის მიმართულებებით უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით აკავებენ რუსეთის თავდასხმებს და მოწინააღმდეგის ყველა შეტევას მოჰყვა მნიშვნელოვანი დანაკარგი ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის თვალსაზრისით. უკრაინის არმია შეტევით ოპერაციას ახორციელებს მელიტოპოლის მიმართულებით.