ომის 564 დღე უკრაინაში. ღამით უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის თავზე ოცზე მეტი რუსული თვითმფრინავის განადგურება მოახერხეს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ნამსხვრევები დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ჩამოვარდა და ხანძარი გაჩნდა. შედეგად დაზიანებულია მანქანები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ელექტროგადამცემი ხაზები და გზები. ამასთან, უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ღამის მანძილზე „შაჰედის“ ტიპის 32 უპილოტო საფრენი აპარატიდან, საჰაერო თავდაცვამ 25-ის განადგურება მოახერხა.