ომი უკრაინაში - 53-ე დღე - „მოამბე“ კიევიდან

უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალების იერიში ისევ გრძელდება. დედაქალაქთან ახლოს აფეთქებების ხმა ისმის. კიევში არ გამორიცხავენ, რომ რუსი სამხედროები ისევ განახორციელებენ შეტევას უკრაინის დედაქალაქზე, ამიტომ ყველა სცენარისთვის მზად არიან. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კვლავ ზღვისპირა ქალაქი მარიუპოლია, სადაც ოკუპანტები უკრაინელ სამხედროებს მოუწოდებენ, დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ, თუმცა, ეს ულტიმატუმი ამ დრომდე შესრულებული არ არის.

რა ხდება ამ წუთებში კიევსა და მის შემოგარენში, ასევე იმ ქალაქებში, სადაც უკიდურესად მძიმე ვითარებაა შექმნილი, მათ შორის ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ნოდარ ჩაჩუა პირდაპირ ეთერში კიევიდან.