ომი უკრაინაში - 521-ე დღე

ომის 521-ე დღე უკრაინაში – უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსებმა უკრაინის ცხრა რეგიონზე განახორციელეს საარტილერიო იერიში. 29-ჯერ დაიბომბა ხერსონის რაიონი, რის შედეგადაც ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, რუსულმა ჯარმა უკრაინაში უკვე 245 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა, მათ შორის მხოლოდ გასულ დღე-ღამეში – 390 ჯარისკაცი.