ომი უკრაინაში - 493 დღე

უკრაინაში ომის 493-ე დღეა – ქვეყნის გენშტაბის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის სარაკეტო ძალებისა და არტილერიის ქვედანაყოფებმა რუსული არმიის ცოცხალი ძალის, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრირების ექვსი რაიონი, საბრძოლო მასალის სამი საწყობი და 24 საარტილერიო დანადგარი გაანადგურეს.

ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთ-ერთ საერთაშორისო გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას ბრძოლის ველზე შედეგის ჩვენება ნატო-ს სამიტამდე სურს, მაგრამ უკრაინული მიწის ყოველი მეტრი სიცოცხლედ ღირს. ყოველ დღიურ მიმართვაში კი პრეზიდენტმა კუნძული ზმეინი გაიხსენა და ყველას მადლობა გადაუხადა, ვინც უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძვის.