ომი უკრაინაში - 459 დღე

გასული ღამის განმავლობაში, რუსეთმა კიევის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშები განახორციელა. ეს ომის დაწყების შემდეგ, კიევზე ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო. შედეგად დაღუპულია მშვიდობიანი მოქალაქე, არიან დაშავებულებიც. უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართულებით 54 „კამიკაძე დრონი“ გაუშვეს, მათგან 52 უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანეიტრალეს.