ომი უკრაინაში - 403-ე დღე

უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო 24 საათში რუსეთის არმიის 70-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს. როგორც კიევში ამბობენ, რუსეთის ძირითადი ძალისხმევა კვლავაც ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკის დაკავებისკენაა მიმართული. რუსმა ოკუპანტებმა ასევე შეზღუდული ხასიათის შეტევა მიიტანეს კრემენაია-სვატოვოს მიმართულებითაც. როგორც ომის შემსწავლელ ინსტიტუტში ამერიკელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რუსეთის არმიამ დასახული მიზნის მიღწევა და ზამთრის ბოლომდე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრულად ოკუპაცია ვერ შეძლო. ამასთან, რუსეთის ხერსონის ოლქსაც ბომბავს. დაზიანებულია კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტი.

ტრადიციულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ამჯერად, გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობის საკითხზე ისაუბრა.