ომი უკრაინაში - 38 დღე

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ენერგოდარში რუსმა სამხედროებმა ქალაქის მერიის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინული მედია სროლის ამსახველ ვიდეომასალასაც აქვეყნებს.

აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრში რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავდნენ. ქალაქი ენერგოდარი ოთხი მარტის შემდეგ რუსი სამხედროების ალყაშია. რამდენიმე საათის წინ აფეთქებების ხმა ისმოდა კიევშიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ კიევში საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, თუმცა, დედაქალაქის სიახლოვეს პერიოდულად ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა.