ომი უკრაინაში - 301 დღე

ომის 301-ე დღე უკრაინაში – საჰაერო იერიშები გრძელდება. ოკუპანტების სამიზნე ამჯერად ქალაქი კურახივი გახდა. საჰაერო თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა.

დაჭრილია ერთი ადამიანი, დაზიანებულია ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, იერიშის ბოლო ოთხი ტალღა ძირითადად ირანული დრონებით განხორციელდა.