ომი უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება. ბოლო 24 საათში რუსეთის იერიშების შედეგად, ხერსონის რეგიონში ერთი ადამიანი დაიღუპა, დონეცკის ოლქში კი სამი ადამიანი დაშავდა. მედია წერს, რომ ავდეევკის მიმართულებით 69 სამხედრო შეტაკება მოხდა, აქედან შვიდი სარაკეტო, 34 საჰაერო და 59 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში 110-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის სამიზნე გახდა. ამასთან, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტები აცხადებენ, რომ უკრაინა აძლიერებს თავდასხმებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას აღნიშნა, რომ რუსეთი ზამთრისთვის ემზადება და უკრაინამ ყურადღება უნდა გაამახვილოს თავდაცვაზე.