ომი უკრაინაში - 24-ე დღე

რა ვითარებაა უკრაინაში, რომელიც კვლავ რუსული აგრესიის სამიზნეა. სამ მილიონამდე ლტოლვილი, დაბომბილი ქალაქები და გარდაცვლილი მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ აზოვის ზღვაზე წვდომა დროებით დაკარგა, მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა მარიუპოლი ალყაში მოაქციეს. საპორტო ქალაქში საცხოვრებელი სახლების 80% დაზიანებული ან დანგრეულია.

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს კვლავ სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ ქმედითი და გაბედული ნაბიჯების აუცილებლობაზე საუბრობს ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონიც, რომელიც არ გამორიცხავს, რომ უკრაინის შემდეგ რისკის ქვეშ საქართველო და მოლდოვაც აღმოჩნდებიან.

სალომე თორაძე დეტალებით.