ომი უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება. ცოტა ხნის წინ ავდიევკაზე სარაკეტო დარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. რუსული რაკეტების სამიზნე ქალაქის საავადმყოფო გახდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა ზაპოროჟიესა და სუმის ოლქებზეც. დაიღუპა ერთი მოქალაქე, არიან დაშავებულებიც.

გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ექვსი სარაკეტო და 27 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ ბახმუტთან რუსეთის ათზე მეტი პოზიცია დაიკავეს. მათივე ინფორმაციით, ბახმუტის წარმატებული ოპერაცია, კონტრშეტევის პირველი ეტაპია.