ომი უკრაინაში - 151-ე დღე

რუსული აგრესიის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი ისევ იზრდება. ომის 151-ე დღეს, საოკუპაციო ძალები უკრაინის სხვადასხვა ქალაქის დაბომბვას აგრძელებენ. გასულ დღეს, ოდესის პორტის დაბომბვის შედეგად დაზიანდა ეროვნული სამხატვრო მუზეუმი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ღამით კვლავ დაიბომბა მიკოლაევი. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა და არიან დაშავებულები. მძიმე არტილერიის გამოყენებით, 170-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქი. დაღუპულია სულ მცირე ერთი და დაშვებულია ორი მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ ხერსონის ოლქში განხორციელებული კონტრშეტევისას 50-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. ვოლიდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ უკრაინელები ოლქის გასათავისუფლებლად წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ.