ომი უკრაინაში

ომის 133-ე დღე – უკრაინაზე საჰაერო იერიშები გრძელდება. უკრაინულმა ძალებმა ლუგანსკიდან დონეცკის ოლქის საზღვარზე გადმოინაცვლეს და რუსების შეკავებას ცდილობენ. დონეცკის რაიონში 23-ჯერ დაბომბეს 13 დასახლებული პუნქტი. განადგურებულია 44 სამოქალაქო ობიექტი. ავიაიერიშები განხორციელდა ხარკოვზე. ერთ-ერთი ჭურვი უნივერსიტეტის შენობას მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ინტენსიურად იბომბება მიკოლაევის ოლქი, რასაც გასულ დღეს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკრაინული მხარის ცნობით, ანტისაჰაერო სისტემამ შავ ზღვაში განთავსებული რუსული ფლოტის მხრიდან გასროლილი ორი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო.