ომი უკრაინაში

უკრაინაში ომის 133 დღეა – მთელი ღამის განმავლობაში ქვეყნის უმეტეს რეგიონებში საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს ხარკოვზე. რთული მდგომარეობაა სლავიანსკის მიმართულებითაც. ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთითა და დასავლეთით განთავსებული ძალების დიდი ნაწილი იზიუმისკენ მიმართეს.

აქტიური შეტევა გრძელდება სლავიანსკზე. ოკუპანტები ქალაქიდან 16 კილომეტრის მოშორებით იმყოფებიან. კრამატორსკის მიმართულებით მტერმა დაბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. გენშტაბში აცხადებენ, რომ ოკუპანტები წინ მიიწევენ ლუგანსკის ოლქში.