ომი უკრაინაში - 122-ე დღე

უკრაინაში ომის დაწყებიდან 122 დღე გავიდა – ოკუპანტების მთავარი სამიზნე კვლავ ქვეყნის აღმოსავლეთის ოპერატიული ზონაა, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ქვედანაყოფები აგრძელებენ სარაკეტო დარტყმებს უკრაინის სამხედრო და კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

მათივე ინფორმაციით, ოკუპანტები პოზიციების შენარჩუნებას ცდილობენ ხარკოვში, ამიტომ ქალაქის ინფრასტრუქტურას ბომბავენ. რუსი სამხედროების შეტევის ობიექტია სლავიანსკიც, დონეცკში კი მათი ძირითადი ძალისხმევა ოკუპირებული საზღვრების შენარჩუნებაზე და დანაყოფების გადაჯგუფებაზეა მიმართული.