ომი უკრაინაში - 106-ე დღე

უკრაინაში მიმდინარე ომის 106 დღე. მძიმე ბრძოლები გრძელდება სევერდონეცკისთვის. დიდ ნაწილს ოკუპანტები აკონტროლებენ. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. ბრძოლა ქალაქის შიგნით, ქუჩებში მიმდინარეობს. დონეცკის მიმართულებით რუსულმა ძალებმა საარტილერიო და სარაკეტო შეტევები განახორციელეს. გარდა ამისა, იბომბება ლისიჩანსკის, უსტინოვკას, გორსკოესას და ეკატერინოვკას რაიონების სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ასევე, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში სროლის და აფეთქების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსული მხარის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად, დონეცკში ოთხი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.