ომი და რუსეთის პროპაგანდის მეთოდები

უკრაინა, სირია, საქართველო, ჩეჩნეთი – რუსეთს ყველა ომში ერთნაირი ხელწერა აქვს. მთავარი ხელწერა ეთნიკური წმენდაა, რაც მსოფლიომ ბუჩაში ახლახან იხილა. ომის განუყოფელი ნაწილია რუსული პროპაგანდა, რომელიც გენოციდის კვალის დაფარვას ყალბი ინფორმაციით ცდილობს. „მოამბესთან“ ინტერვიუში რუსი დისიდენტი იმ სასტიკ მეთოდებზე საუბრობს, რითაც ვლადიმერ პუტინის რეჟიმი საკუთარი მოქალაქეებისა და მეზობელი სახელმწიფოების მოსახლეობის დაშინებას ისახავს მიზნად.

კრემლის პროპაგანდის ჭრილში დანახული ომი და სამხედრო დანაშაული ქეთი თუთბერიძის სიუჟეტში.