ომბუდსმენის გამოხმაურება

სახალხო დამცველი პროკურატურის მიერ მოპოვებულ მასალებს საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევს. ლევან იოსელიანის განცხადებით, საქმე სენსიტიურია და ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ამიტომ ომბუდსმენი თვლის, რომ სასამართლო კარგად უნდა დაფიქრდეს და მტკიცებულებებიც შესაბამისად გამოიკვლიოს.

აღსანიშნავია, რომ ომბუდსმენის აპარატმა სასამართლოში დოკუმენტი წარადგინა, სადაც იოსელიანი აღნიშნავს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პაატა მანჯგალაძე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორი იყო.

პაატა მანჯგალაძის ჩვენება – პოლიტიკური შეფასებები