ომბუდსმენის ექსპერტ/სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნა

15:03, 15.02.2025

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი მზია ამაღლობელის სამედიცინო მდგომარეობის შესახებ დასკვნას აქვეყნებს. სპეციალისტების შეფასებით, დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი, ძალიან მალე შეიძლება განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მზია ამაღლობელი კლინიკაში ყოფნის პერიოდში ექიმთა ჯგუფმა 7 და 12 თებერვალს მოინახულა. ამავე დასკვნის მიხედვით, 7 თებერვლის ჩათვლით, პაციენტს ყველა ბაზისური სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა.

შეგახსნებთ, რომ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკვე 35 დღეა შიმშილობს. ის კლინიკა „ვივამედში“ რჩება.

მსგავსი