პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდებული ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატის განცხადებით, მსჯავრდებული გლდანის მე-8 დაწესებულებიდან რუსთავის ციხეში გადაჰყავთ. უფლებადამცველისთვის უცნობია, რა მიზეზით უცვლიან პატიმარს დაწესებულებას, თუმცა, ვარაუდობს, რომ აღნიშნულის მიზეზი საპროტესტო აქციების ფარგლებში, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე სხვა პირებისა და ომარ ოკრიბელაშვილის ერთმანეთისგან განცალკავებაა.
ცნობისთვის, პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. შეთანხმების მიხედვით, ისინი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იყვნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ სამი წელი განესაზღვრათ, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მსჯავრდებულებს ერთი წლისა და ექვსი თვის მოხდა მოუწევთ, ერთი წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ ათ თვეს გაატარებს.