ოლიმპიური გარბენი კუს ტბაზე

ქართველ ოლიმპიელთა დიდ ფორუმი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თაოსნობით მოეწყობა. შეხვედრა რუსთაველის თეატრში გაიმართება და მას ოლიმპიური ჩემპიონები, პრიზიორები, სხვადასხვა თაობის ოლიმპიელები და ოლიმპიელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელები დაესწრებიან.

დღეს დილიდან კი კუს ტბაზე ამ დღისადმი სპეციალურად მოწყობილი გარბენი შედგა, სადაც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.