ოლიმპიურ კომიტეტში ფიცის დადების ცერემონია გაიმართა
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ზაფხულის მე-18 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გამომსვლელ სპორტსმენთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონია გაიმართა. ფესტივალს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე 20 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. ახალგაზრდულ ფესტივალზე სპორტის 15 სახეობაში მონაწილეობას მიიღებს 49 ქვეყნის 3 000-ზე მეტი სპორტსმენი. საქართველოდან სპორტის ცხრა სახეობაში 36 მონაწილე გამოვა.