ოლგა სტეფანიშინას საკითხზე სასამართლო დღეს გაიმართება
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ, აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს, ოლგა სტეფანიშინას აღკვეთის ღონისძიების სახით 6 მილიონი გრივნის ოდენობის გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სტეფანიშინა ასევე ვალდებულია, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივების გამოძახების შემთხვევაში – გამოცხადდეს, აცნობოს მათ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ და არ დაამყაროს კონტაქტი საქმის მოწმეებთან.
სტეფანიშინას ედავებიან უკანონო გამდიდრებასა და ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსებას. გამოძიების ვერსიით, მან დეკლარაციაში არ ასახა კიევში მდებარე ორი ბინა, მათი რემონტის ხარჯები, ბინის ქირის გადახდა, Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილით სარგებლობა, ასევე ავიაბილეთებისა და დედის მკურნალობის ხარჯები.
3 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლგა სტეფანიშინა აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა. თავად სტეფანიშინამ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო.